ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია მოსახლეობას აფრთხილებს და მოუწოდებს მათ ტრანსპორტში სისუფთავე დაიცვან. კომპანია ასევე განმარტებას აკეთებეს, თუ რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მუნიციპალურ ტრანსპორტში ვანდალიზმის ფაქტები დაფიქსირდება.
“შპს ‘’ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ ემსახურება ქალაქის მოსახლეობასა და მის სტუმრებს, 62 ერთეული M3 კატეგორიის და 10 ერთეული M2 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით.
მართალია, სეზონურად, მგზავრთნაკადი მერყეობს, მაგრამ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საშუალოდ, ყოველდღიურად, გადაგვყავს, 25 000 – დან 27 000 – მდე მგზავრი.
სხვა სერვისებთან ერთად, კომპანიაში ფუნქციონირებს სპეციალიზებული სამრეცხაო, რომელშიც, ყოველ საღამოს, 20:00 დან 01:00 სთ – მდე, ხდება კომპანიის ავტოპარკის კაპიტალური დასაუფთავება (როგორც სალონის, ისე ძარის). ამას გარდა, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველა სატრანსპორტო საშუალებას უტარდება სრული დეზინფექცია, გარკვეული ინტენსივობით ან საჭიროების შემთხვევაში.
ქალაქ ქუთაისის მოსახლეობასა და მის სტუმრებს, სატრანსპორტო კომპანიის სახელით, მოგმართავთ თხოვნით, გავუფრთხილდეთ მუნიციპალურ ტრანსპორტს, დავიცვათ დაზიანებისა და დანაგვიანებისგან.
აქვე განგიმარტავთ, რომ, თუკი სატრანსპორტო კომპანიის კუთვნილ ავტობუსებში დამონტაჟებული შიდა მონიტორინგის კამერები დააფიქსირებენ ვანდალიზმის ფაქტებს, ვალდებულნი ვართ, ვიდეომასალა, რეაგირებისთვის, გადავუგზავნოთ შესაბამის ორგანოებს, რაც გამოიწვევს, წესრიგის დამრღვევისთვის, ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებას.
‘’ქუთაისის სატრანსპორტო კომპანია“ გისურვებთ ბედნიერ, კომფორტულ მგზავრობას!” – წერია ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაში.