ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობას, ბიუროს გადაწყვეტილებით, პირველი მოადგილე, გია ბასილაძე შეასრულებს.
უფლებამოსილება უკვე შეუჩერდა ირაკლი შენგელიას, რომელიც ქუთაისის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა.
ირაკლი შენგელიამ აღნიშნული პოზიცია, მას შემდეგ დატოვა, რაც დადასტურდა რომ, “ქართული ოცნბება” ქუთაისში მერობის კანდიდატად მერის მოვალეობის შემსრულებელს დავით ერემეიშვილს ასახელებდა.
როგორც ირაკლი შენგელიამ სოციალურ ქსელში დაწერა ის საქმიანობას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გააგრძელებს.