ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 117,097.80 მილიონი ლარით დაამტკიცა.
ასევე 2025 წელს ქუთაისს პრემიერის ინიციატივით 40 მილიონი ლარი გადაეცემა, აღნიშნული თანხით კი ყველა ის პროექტი განხორციელდება, რომელიც ადგილობრივებთან გამართულ შეხვედრებზე მოსახლეობის მიერ პრიორიტეტად იყო დასახელებული.
მომდევნო წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ქუთაისს ასევე, პირველ ეტაპზე ტრანშის სახით 14 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები დაუფინანსდება.
ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსაზღვრულია შემდეგი პრიორიტეტები:
მმართველობა და საერთო დანიშნულების ხარჯები – 21 373 200 ლარი; ინფრასტრუქტურის განვითარება – 20 153 100 ლარი ( დამატებით 40 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობისგან, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ასევე , რეგიონალური განვითარების პროექტების ფონდიდან 11 მილიონ ლარამდე) ; დასუფთავება და გარემოს დაცვა – 12 067 500 ლარი; განათლება – 23 638 900 ლარი; კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი – 27 651 100 ლარი; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 9 744 000ლარი, ( ჯანმრთელობის დაცვისათვის 2 457 000 ლარი, სოციალური უზრუნველყოფისათვის 7 237 000 ლარი); ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა – 2 470 000 ლარი.