“ქუთაისის საერთაოშიროს აეროპორტმა ACI-ის რეიტინგში მცირე ზომის აეროპორტებიდან საშაულო ზომის აეროპორტებს შორის გადაინაცვლა” – ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ავრცელებს.
“ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, მგზავრთნაკადის ზრდით, ევროპის საშუალო ზომის აეროპორტებს შორის მესამე ადგილზეა
ACI-ის (აეროპორტების საერთაშორისო საბჭო) 2024 წლის იანვრის ანგარიშის თანახმად, საშუალო ზომის აეროპორტებს შორის ქუთაისის აეროპორტში 2019 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადის 171.8%-იანი ზრდის მაჩვენებლით მესამე ადგილზე მოხვდა ახალი კლასიფიკაციის თანახმად, საუბარია ACI-ის წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 1-დან 10 მლნ-მდე მგზავრს ემსახურებიან” – წერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი.
სიახლეებს შესახებ პოსტს აქვყენებს ირაკლი ქარქაშაძე.
“ქუთაისის აეროპორტისთვის 2023 წელი ისტორიული იყო, არაერთ საჯარო გამოსვლაში აღვნიშნეთ. თუმცა, ერთია ჩვენ რას ვიტყვით ჩვენს თავზე და მეორე, როგორ შეგვაფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები და რეიტინგები. თითქმის მილიონ 700 ათასი მგზავრით წლის დახურვამ, რადიკალურმა და მკვეთრმა ზრდამ, მოგვცა ის, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ACI EUROPE -ის მონაცემებში მცირე ზომის აეროპორტიდან, საშუალო ზომის აეროპორტების კატეგორიაში გადაინაცვლა. საუბარია ACI ( აეროპორტების საერთაშორისი საბჭო) წევრ იმ აეროპორტებზე, რომლებიც წლიურად 10 მილიონამდე მგზავრს ემსახურებიან. საერთაშორისო ორგანიზაცია “Airports Council International”-ის მიერ გამოქვეყნებული 2024 წლის იანვრის თვის ანგარიშის თანახმად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საშუალო ზომის აეროპორტებს შორის 2019 წელთან შედარებით მგზავრთნაკადის 171.8%-იანი აღდგენის მაჩვენებლით მესამე ადგილს იკავებს. ACI-ს განახლებული კლასიფიკაციით, საშუალო ზომის აეროპორტებს მიეკუთვნება მსოფლიოს ყველა აეროპორტი რომელიც წლიურად 1-დან 10 მილიონამდე მგზავრს ემსახურება. საუბარია 450 საშუალო ზომის აეროპორტზე. ქუთაისის აეროპორტში მემილიონე და წლის ბოლომდე კიდევ დამატებული თითქმის 700 ათასმა მგზავრმა ჩვენი აეროპორტის ისტორია კიდევ ერთხელ დაწერა და საერთაშორისო აღიარებაც მოუტანა.” – წერს ირაკლი ქარქაშაძე სოციალურ ქსელში.