ქუთაისის რამდენიმე ქუჩაზე სამაქნანო მოძრაობასთან დაკავშირებით ცვლილებებია – ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს:
“საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციას აგრძელებს. საგზაო- ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო , 25 იანვრიდან 15 მარტამდე, სრულად დაიკეტება წერეთლის ქუჩა, პუშკინის ქუჩის კვეთიდან აღმაშენებლის გამზირის კვეთამდე. აღნიშნულ პერიოდში , წერეთლის ქუჩის ამ მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა შეწყდება.
ასევე ცვლილებაა გელათის ქუჩაზე სამანქანო მოძრაობასთან დაკავშირებით: 26 მაისის ქუჩიდან ვარლამიშვილის ქუჩის კვეთამდე შეიზღუდა სატვირთო ავტომობილების გადაადგილება. ასევე, აიკრძალა მოძრაობა თამარ მეფის ქუჩიდან გოგებაშვილის ქუჩისაკენ. ავტომობილები გოგებაშვილის ქუჩაზე თბილისისა და ნაზარიშვილის ქუჩების გავლით მოხვდებიან.” – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.










