ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონს ახალი დირექტორი ჰყავს – “შენგელია არენას” ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი უხელმძღვანელებს.
ახალი დირექტორი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შენგელიამ წარადგინეს.
ნიკოლოზ ჩეჩელაშვილი 2017-2021 წლებში იყო ქუთაისის საკრებულოში ძელქვიანის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი, ფრაქცია “ძლიერი ქუთაისის თავმჯდომარე”, 2021 წლიდან დღემდე – ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მრჩეველი.
სტადიონის ყოფილი დირექტორი თეიმურაზ კიკვაძე პირველი მოადგილის რანგში გააგრძელებს მუშაობას.