ქუთაისის მუნიციპალიტეტმა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ორ ნომინაციაში გაიმარჯვა.
ქუთაისის მუნიციპალიტეტმა პრიზები მიიღო პროექტებისთვის : ,,ქუთაისი-ეკო სმარტ ქალაქი, მუნიციპალიტეტის ტრანსფორმაციის პორტფელი” და „ოდისეა: საქუთაისო – ციფრული ტურისტული თამაში’’.
ჯილდო იმერეთში, ასევე გადაეცა ხარაგაულს – უსინათლოთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობის პროექტისთვის და ბაღდათს – აქტივებისა და ვალდებულებების მართვისთვის . საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის კონკურსის 11 ნომინაციაში გამარჯვებული 13 მუნიციპალიტეტი დააჯილდოვა. საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია, დონორი ორგანიზაციების ხელშეწყობით, 2018 წლიდან ახორციელებს საუკეთესო პრაქტიკის პროგრამას (Best Practice Program), რომელიც ევროპის საბჭოს მიერ აღიარებული ინსტრუმენტია კარგი მმართველობის წარმატებული მაგალითების გამოვლენისა და გაზიარებისთვის.