ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს კონკურსს „ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების მხარდაჭერა“.
კონკურსის მიზანია დამწყები ახალგაზრდული მუსიკალური ბენდებისა და უკვე არსებული/ახალი მუსიკალური მიმდინარეობების წახალისება და პოპულარიზაცია; კულტურულ და სახელოვნებო სფეროში ახალგაზრდების აქტიური ჩართვა; ახალგაზრდული მუსიკალური ბენდების პროფესიული ზრდა, კონკურსებისა და ფესტივალების ხელშეწყობა.
კონკურსში გამარჯვებულ ბენდებს ჯილდოს სახით გადაეცემათ მუსიკალური მაღაზიის ვაუჩერი: I ადგილი -7 000 ლარი; II ადგილი – 5 000 ლარი ; III ადგილი- 3 000 ლარი.
I ადგილზე გასული ბენდი მონაწილეობას მიიღებს ქუთაისის მერიის მიერ დაგეგმილ ახალგაზრდული მუსიკის ფესტივალში „როკაია“.
განაცხადების წარდგენა ხდება ელექტრონული ფორმით, მისამართზე: contact@kutaisi.gov.ge
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აპრილამდე.ვრცლად იხილეთ ბმულზე :
“დაიბრუნე ხმა” – ქუთაისის მერიასთან გუშინ საღამოს აქტივისტების მიერ დაკრული სტიკერები გადაფხიკეს
“დაიბრუნე ხმა” – ქუთაისის მერიასთან გუშინ საღამოს აქტივისტების მიერ დაკრული სტიკერები გადაფხიკეს, თუმცა როგორც ჩანს მათი ბოლომდე გასუფთავება ვერ შეძლეს. “დაიბრუნე ხმა” – ამ წარწერით ქუთაისში, ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ...