ქუთაისის მერის ხელფასი იზრდება. 5 500 ლარის შემდეგ, იოსებ ხახალეიშვილის ანაზღაურება მომავალი წლიდან 6 650 ლარი იქნება.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ქალაქში, რომლის მოსახლეობაც დრამატულად მცირდება, საიდანაც ადამიანები უპერსპექტივობის გარეშე მიდიან და სოციალურად დაუცველების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება, მერი ხელფასის გაზრდაზე არ უნდა ზრუნავდეს.
როგორც ქუთაისი მერიაში აცხადებენ 2024 წელს მუნიციპალიტეტის ფარგლებში ხელფასების ზრდა 10%-ით იგეგმება და ეს მხოლოდ მერს არ ეხება.










