საქართველოს რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.
კიბერთავდასხმის მსხვეპლი გახდა ქუთაისის მერიის ოფიციალური ვებ-გვერდი და იმერეთის საინფორმაციო სააგენტო topnews.com.ge
ტავდასხმა განხორციელდა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ამ დროისთვის president.gov.ge-ზე არც ერთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. საიტებზე ჩანდა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის ფოტო, წარწერით I’ll be back (“მე დავბრუნდები“).
გარდა პრეზიდენტის ვებ-გვერდისა, ჰაკერული შეტევა განხორციელდა სასამართლოების, რამდენიმე ადგილობრივი თვითმმართველობისა და სხვა სტრუქტურების საიტებზეც, სადაც მიხეილ სააკაშვილის იგივე ფოტო ჩანს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უწყებამ სხვადასხვა ვებ-გვერდებზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 284-მუხლით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს.
დაზიანდა სამთავრობო საიტები:
http://www.pptc.gov.ge/index.html
http://samtskhe-javakheti.gov.ge
http://kutaisi.gov.ge/index.html
http://mtskheta-mtianeti.gov.ge/index.html
და სამომხმარებლო საიტები
http://teleportlux.com/index.html
http://smstechnologies.net/index.html
http://shiotravel.com/index.html
http://polyphony.ge/index.html
http://mitsubishigeorgia.com/index.html
http://megobroba.info/index.html
http://theone-hotel.com/index.html
http://teonapaichadzeart.com/index.html
http://soptskali.com/index.html
http://sakvarelo.com/index.html
http://rusmetali.com/index.html
http://phazisienergy.com/index.html