ქუთაისის მერია 2 მაისობის ღონისძიბების ორგანიზებისათვის ტენდერებს აცხადებს.
გამოცხადებულია ტენდერი „ქუთაისობა 2025“-ის ღონისძიებების საკონცერტო სცენით, გახმოვანების აპარატურითა და მხატვრული განათებით მომსახურებისათვის. ამისათვის მერიიდან 32 200 ლარია გამოყოფილი.
ამას გარდა ტენდერი ასევე გამოცხადებულია , უშუალოდ ღონისძიებების ორგანიზებისათის , რისთვისაც 107 100 -ია გათვალიწინებული.
თანხა მოიცავს რეჟისორით მომსახურებას , მსახიობთა დასის ჩართვას ღონისძიებაში , სხვადასხვა სახის ფოტო სტენდების განთავსებას , ყვავილების ხეივნის მოწყობას, მეწარმეთა დახლების განთავსებას ა.შ
ქუთაისის მერია ღონისძიბების ორგანიზებისათვის ჯამში 139 300 ლარს დახარჯავს . როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში ვკითხულობთ ღონისძიბები ქუთაისის ცენტრში გაიმართება.