ქუთაისის მერია რუსთაველის #96-ე ბინის ფასადის რეაბილიტაციას გეგმავს. ტენდერი უკვე გამოცხადებულია. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 270`391 ლარია. (NAT230005871). ტენდერი 28 მარტს დასრულდება.
სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღეა.’
აღნიშნული შენობის ფასადის რეაბილიტაციას აქ მაცხოვრებლები უკვე დიდი ხანია ითხოვენ. ადგილობრივთა თქმით შენობიდან აგურები ცვივა და არსებული მდგომარეობა საფრთხის შემცველია .