ქუთაისის მერია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიგა შუშანიას ბრალდებას პასუხობს. გიგა შუშანია მერიას საჯარო ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. მან 10 თებერვალს წერილით მიმართა მერიას და ითხოვდა შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიშს. შუშანიას განცხადებით, ქუთაისის მერიამ მას საერთოდ არ უპასუხა, რაც ცალსახად სიცრუეა.
როგორც ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი ირაკლი გიორგაძე განმარტავს, ქუთაისის მერიას გიგა შუშანიასთვის ინფორმაციის მიწოდება არ დაუგვიანებია. ბატონ გიგას უნდა გაეხსნა მისი სამუშაო ქსელი(საიდანაც თავადაც გამოაგზავნა წერილი), სადაც 17 თებერვალს აუცილებლად დაუფიქსირდებოდა მერიის მიერ გაგზავნილი პასუხი, რომელშიც მკაფიოდ არის განმარტებული, რომ შიდა აუდიტის მიერ ჩატარებული შემოწმების ანგარიში არ განეკუთვნება საჯარო ინფორმაციას და შეუძლია გამოითხოვოს სასამართლო წესით.
რამდენი ქართველი ექვემდებარება აშშ-დან დეპორტაციას?
აშშ-ის საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ Fox News-ისთვის მიწოდებული მონაცემების თანახმად, 2024 წლის 24 ნოემბრის მდგომარეობით, დეპორტაციის საბოლოო სასამართლო ბრძანება ქვეყანაში მყოფ 1 445 549 ადამიანზე გაიცა, რომლებსაც შტატების მოქალაქეობა არ აქვთ. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა,...