ქუთაისის მერია მონპლეზირის თაღთან გრანიტის საფარის რეაბილიტაციას გეგმავს. გამოცხადებულია ტენდერი რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2000 ლარია. წინადადებების მიღება 16 მაისს დაიწყება და 18 მაისს დასრულდება.
„საპროექტო სამუშაოების მიზანს წარმოადგენს წმ. ნინოსა და ცისფერ ყანწელთა ქუჩების დამაკავშირებელი მონაკვეთის, ე.წ. მონპლაზირის გრანიტის საფარის რეაბილიტაცია (არსებული ფილების გამოყენებით). პროექტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს, არსებული ქვაფენილის დემონტაჟი, ადექვატური კონსტრუქციის მქონე საფუძვლის მოწყობა ინერტული მასალებისა და მექანიზმების გამოყენებით, არსებული საკომუნიკაციო (ჭების და სხვა) ნაგებობების ამოწევა საპროექტო ნიშნულზე (შემდგომი მომსახურების მიზნით). ქვაფენილის მოწყობა არსებული ფილების გამოყენებით (დაზიანებული ფილების შეცვლა ახლით). მიწისქვეშა კომუნიკაციების (მილების) შეცვლა საჭიროების მიხედვით. „-ვკითხულობთ თანდართულ დოკუმენტაციაში.
ქუთაისში აღნიშნული ტერიტორიის რეაბილიტაციას უკვე წლებია ითხოვენ.