ქუთაისის მერია ირაკლი აბაშიძის გამზირზე („მზეჭაბუკი“-ს მონუმენტის ირგვლივ) სკვერის მოწყობასთან დაკავშირებით ტენდერს აცხადებს. წინადადებების მიღება 15 ივლისს დასრულდება.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 166 715 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით სკვერი ასეთი უნდა იყოს:
“ი. აბაშიძის ქუჩაზე_ პარლამენტის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა ვინც ხართ_ გთხოვთ, გაეცნოთ ამ ამბავს. რამდენად სწორად მიგაჩნიათ, აუცილებლად, გამართლებულად, იქ სადაც “მზეჭაბუკი”-ს ძეგლი დგას, მის ირგვლივ სკვერი გაკეთდეს? მარტო მე ვარ ქალაქის მტერი და ვერ ვხდები სიკეთეს და სარგებელს? ნუთუ გამართლებული სკვერი იმ ადგილას, რომელსაც ოთხივე მხრიდან_ გნებავთ ირგვლივ _მანქანები უვლის, სკვერამდე მისასვლელი გზა უსაფრთხო არ არის არანიარად! (რუსთაველის ხიდთან წინა წელს, ზებრაზე დამარტყა ცელ ფეხზე მანქანამ) ირგვლივ გამონაბოლქვია, ხმაური და აქ მიგაჩნიათ სწორად სკვერის გაკეთება? ხალხს კითხეთ? ხალხს, რომელიც გირჩევთ და რომლის მსახურებისთვისაც ხართ თანამდებობებზე?”-წერს ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი.