ქუთაისის მერია დავით აღმაშენებლის მოედანზე მდებარე ცენტრალური შადრევანის რეაბილიტაციას გეგმავს . (NAT210017637)
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 573`808 ლარია
წინადადებების მიღება 29 სექტემბერს დაიწყება და 4 ოქტომბერს დასრულდება.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით დაგეგმილია:
დაგეგმილია შედრევბის დაზინებული ფილების აღდგენა და გახეხვა.
შადრევნის განათების სისტემის მთლიანად შეცვლა და ასევე ნაწილობრივ ელექტრო მომარაგების სისტემის გამოცვლა
უნდა შეიცვალოს შადრევნის წყლის მიწოდების სისტემა ახალი თანამედროვე ტუმბოებით, მოეწყოს ახალი უჟანგავი ვინტილები, ჭავლების მარეგულირებლებით
უნდა აღდგეს მცირე მონუმენტებიდან გამომავალი წყლის სისტემა, ძრავები განლაგდეს მონუმენტების უკანა მხარეს
წყალმომარაგების ლითონის კოლექტორები და ლითონის კვანძები შეიღებოს წყალმედეგი საღებავით
უნდა მოეწყოს დიდი და პატარა ტუმბოების დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით დგარები 20სმ. სიმაღლის
შადრევნის მუნუმენტური ნაწილის აღდგენა რეაბილიტაცია , ქანდაკებების დამუშავება გასუფთავება ნადებისგან და მისი დაფარვა ცვილით