პროექტი უფროსი ასაკის ადამიანების გამოცდილების გაზიარებასა და მათი აქტიურ ცხოვრებაში ხელახალ ჩართულობას გულისხმობს. „60 პლიუსი“, ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც გაეროს მოსახლეობის ფონდი ქუთაისში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მომავალი წლის იანვრიდან დაიწყებს. პრეზენტაციაზე ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთავძემ დეტალურად ისაუბრა პროექტის შესახებ.
„60 პლიუსი“ აპრობირებული პროექტია, რომელიც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ხორციელდება. ქუთაისთან ერთად აღნიშნულ პროექტში საქართველოს სხვა ქალაქებიც არიან ჩართულები.
პროდუქციით წყენის არც ერთი შემთხვევა არ არსებობს- დაკავებული ბიზნესმენის ადვოკატი
შესაძლებელია ცალკეულ დაზიანებულ პროდუქციაზე იყოს საუბარი, თუმცა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება იმ სურათს, რომ საშინელ მომწამვლელ ნივთიერებებს აწარმოებდა, - ამის შესახებ დაკავებული ბიზნესმენის, „კულასა“ და „ბატონოს“ დამფუძნებლის, ივანე...










