ქუთაისის მერია აღმაშენებელზე პალმების ხეივნის რეაბილიტაციას გეგმავს
ამ ეტაპზე მერიას ზოლის რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერი აქვს გამოცხადებული. ბოლო მონაცემით სამუშაოებს ინდ. მეწარმე ნანა ახვლედინი 3000 ლარად შეასრულებს. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.
ქუთაისში პალმების ხეივანი 2010 წელს გაშენდა. მაშინ, 300 ძირი ვაშინგტონის ჯიშის პალმის დასარგავად, აღმაშენებლის გამზირის კილომეტრნახევრიან ზოლზე ხეები გაჩეხეს.
ხეივნის მოწყობა ადგილობრივ თვითმმართველობას 960 000 ლარი დაუჯდა.
ამ ეტაპზე ხეივანი არასახარბიელო მდგომარეობაშია, დაზინებულია ქვაფენილი, სკამები, განათებები.