ტენდერი სამუშაოების შესყიდვასთან დაკავშირებით უკვე გამოცხადებულია.
წინადადებების მიღება 4 მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30`624 ლარია
რებილიტაცია უნდა ჩაუტარდეს მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობის მე-3 და მე-4 სართულზე არსებულ საპირფარეშოებს
სამუშაოებისათვის 45 დღეა გათვალისწინებული.
აქვე უნდა აღვნიშნოთ პრობლემა, რაც საზოგადოებრივი საპირაფრეშოების ნაკლებობას უკავშირდება ქალაქში. დიდ ხნიანი ლოდინის შემდეგ ქალაქის ცენტრში ქუთაისის მერიამ გახსნა საპირფარეშო, თუმცა კვლავ მიტოვებული და დაკეტილია მაგალითად წითელ ხიდთან არსებული იგივე დანიშნულების შენობა. (და ა.შ) მოქალაქეებმა გამოსავალს მიაგნეს და ხშირად ხვდებათ ტურისტებსა თუ ადგლობრივებს რიონის პირას გადაყუდებული , ბუნებრივი მოთხოვნილებებით ზედმეტად შეწუხეული მამაკაცები. ასე რომ იქნებ მერიამ საკუთარი კომფორტის მოწყობასთან ერთად მოქალაქეთა კომფორტზეც იზრუნოს.