LIVE TV
შაბათი, ნოემბერი 29, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქუთაისის მერიაში აუდიტის სამსახურმა მასშტაბური კორუფციის ფაქტები გამოავლინა – ოთარ კახიძე

დაპოსტა 2020/09/15-ში
325
ნახვა
გაზიარება

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ კახიძის განცხადებით, ქუთაისის მერიაში კორუფციის ფაქტები გამოვლინდა, თუმცა არავინ დასჯილა.

როგორც კახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას მიაწოდა ინფორმაცია, თუმცა ამ ფაქტს ამ დრომდე უწყების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2019 წელს მასშტაბური კორუფციის ფაქტები გამოავლინა ქუთაისის მერიაში. ქუთაისის მერიამ ე.წ. სოციალური საცხოვრისის 2 მილიონ ნახევრიანი ტენდერის პირობები მოარგო კონკრეტული იურიდიული პირის, შპს “სანოს” ინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომ დამატებითი ფართის შესყიდვას კონკურსის პირობები და მოთხოვნები არ ითვალისწინებდა, მერიამ შპს „სანოს“ დამატებით გადაუხადა 1 800 000 ლარი. მერიამ სოციალური საცხოვრისი შეისყიდა არასაბაზრო ფასად. წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სოციალური საცხოვრისის შენობის 1 კვ.მ ფართის საბაზრო ღირებულება შეადგენს 540 ლარს მაშინ, როდესაც მერიამ გადაიხადა 1000 ლარი. შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით დათვლილ ღირებულებასა და მერიის მიერ ჩაბარებულ სამუშაოების ღირებულებას შორის სხვაობა შეადგენს 2 მილიონ ლარს. გარდა იმისა, რომ კორუფციული სქემა დააორგანიზეს და ქუთაისის ბიუჯეტიდან მილიონები მოიპარეს, მერიამ სოციალური საცხოვრისი მოაწყო უხარისხოდ. შენობა ვერ აკმაყოფილებს საცხოვრებლის ფუნქციებს. მოსახლეობისთვის არ არის შექმნილი შესაბამისი პირობები. პარლამენტში ანგარიშის განხილვისას, აუდიტის სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ დასკვნა პროკურატურაში იყო გაგზავნილი და რეაგირება მათ უნდა მოეხდინათ. მივმართავ გენერალურ და საოლქო პროკურატურას – უკვე წელიწადზე მეტი გავიდა, რატომ არ არის გამოვლენილი ქუთაისის მერიის არცერთი თანამდებობის პირი, ვინც მიითვისა ბიუჯეტის მილიონები? ვის და რატომ აფარებენ ხელს?“ – განაცხადა კახიძემ.

თეგები: ოთარ კახიძე
გაზიარება130

დაკავშირებული -პოსტები

“გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა ხელისუფლებაში მოსვლა”- შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 28, 2025
30
მთავარი

გახარია ლენინივით გერმანიაში ზის და იქიდან უნდა აქ, ხელისუფლებაში მოსვლა, რაზე უნდა ვისაუბროთ, საერთოდ. უკვე სასაცილო გახდა ეს ორგანიზაცია. ნებისმიერი პარტია, რომელიც ღალატის თესლიდან აღმოცენდება, მას არანაირი მომავალი არ აქვს იმიტომ,...

დაწვრილებითDetails

“მხარს ვუჭერთ ქართველებს “ქართულ ოცნებასთან” წინააღმდეგობაში” – ბრიტანელი პარლამენტარი

ნოემბერი 28, 2025
29
მთავარი

მხარს ვუჭერთ ქართველებს “ქართულ ოცნებასთან” მათ წინააღმდეგობაში , - ამის შესახებ ბრიტანელი პარლამენტარი, ჯეიმს მაკკლირი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველო ვლადიმირ პუტინის ჰიბრიდული ომის წინა ხაზზეა. “მხარს ვუჭერთ ქართველებს “ქართულ ოცნებასთან”...

დაწვრილებითDetails

“ბატონი ფიშერის ფაილი ჩვენთვის დახურულია ” – პაპუაშვილი

ნოემბერი 28, 2025
12
მთავარი

ფიშერს ვეთანხმები, რომ მისნაირი დამოკიდებულების შემთხვევაში, რთული იქნება ჩვენი კავშირი ევროპასთან - ფიშერს ვეტყოდი, რომ ჩამონათვალის დროს გამორჩებათ თუ სპეციალურად ტოვებენ ხოლმე არ ვიცი - „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონს, რომელიც მათთვის...

დაწვრილებითDetails

“ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ, ბრიუსელის ბიუროკრატიას აი, ეს უნდოდა”- პაპუაშვილი

ნოემბერი 28, 2025
27
მთავარი

ჩვენ ევროკავშირის წევრობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, თუმცა ბრიუსელის ბიუროკრატიას მათხოვრობას არ დავუწყებთ - ბრიუსელის ბიუროკრატიას აი ეს უნდოდა! - ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადების ყველა სიტყვას კიდევ ერთხელ ვაწერთ ხელს! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან,...

დაწვრილებითDetails

ვალუტის განახლებული კურსი 29 ნოემბრისთვის

ნოემბერი 28, 2025
35
ეკონომიკა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7029 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7039 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0010...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 4 ნიშანი, რომელსაც იანვრამდე სერიოზული ცვლილებები ელოდება

ნოემბერი 28, 2025
42
მთავარი

მორიელი წინ საკმაოდ ინტენსიური ეტაპი გელოდებათ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და ძველი პროცესების დასრულება. კარიერული წინსვლა ან მნიშვნელოვანი პირადი გარდატეხა გაცილებით რეალური ხდება. მშვილდოსანი დეკემბერი თქვენს ცხოვრებაში ახალ შესაძლებლობებს გამოაჩენს....

დაწვრილებითDetails

2 ნიშანი, რომელთათვისაც 2026 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება

ნოემბერი 28, 2025
80
მთავარი

აღმოსავლური ჰოროსკოპის მიხედვით, 2026 წელს წითელი ცეცხლოვანი ცხენი მართავს და თითოეულ ადამიანს ცეცხლოვან ენერგიას, ცვლილებების სურვილსა და ტრანსფორმაციის დიდ შესაძლებლობას ანიჭებს. ცხენი თავისუფლების, ძალისა და იმპულსურობის სიმბოლოა. ცეცხლოვანი ცხენის წელი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 1 ნიშანს დეკემბერში განსაკუთრებული ფინანსური წარმატება ელოდება

ნოემბერი 28, 2025
81
მთავარი

ტრადიციულად, დეკემბერი შეჯამების თვედ ითვლება, როდესაც ბევრი ადამიანი ცდილობს, არსებული საქმეები დაასრულოს და ახალი გეგმები ჩამოაყალიბოს. აღნიშნულ პერიოდს ასტროლოგებიც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. ითვლება, რომ წელი ენერგეტიკულ ციკლს ამთავრებს და ბევრი...

დაწვრილებითDetails

საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ

ნოემბერი 28, 2025
23
მთავარი

1 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში სამუშაო ვიზას გამარტივებულად ვეღარ მიიღებენ. - ინფორმაციას პოლონეთის საელჩო ავრცელებს. 1 დეკემბრიდან ძალაში შედის პოლონეთის ოჯახის, შრომისა და სოციალური პოლიტიკის მინისტრის 2025 წლის 21 ნოემბრის განკარგულება...

დაწვრილებითDetails

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება

ნოემბერი 28, 2025
11
მთავარი

პოლიციის აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გახდება. პარლამენტს მთავრობამ განსახილველად საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი წარუდგინა, რომლის მიღების შედეგად, პოლიციის აკადემიას შესაძლებლობა მიეცემა, კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საპოლიციო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».