ამ დროისთვის, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლის სახელზე განცხადების დაწერის მიზნით, თავის რიგს 50-მდე ადამიანი ელოდება. მათ საშვის მიღება სურთ, სასოფლო სამეურნეო სამუშაოების შესრულების მიზნით.
საშვის მიღების გაჭიანურებულ პროცესზე, ( 2_3 დღე დაკარგულ დროდ მიაჩნიათ ) ჯერ კიდევ, გასულ კვირას საუბრობდნენ და პროცესის გამარტივებას ითხოვდნენ.
მათ განცხადებებს კოვიდთან ბრძოლის ფარგლებში შექმნილი ორგანო განიხილავს. განცხადების გადამოწმებისა და საშვების დამზადების პროცესს განცხადებების სიმრავლე კიდევ უფრო ახანგრძლივებს, რადგან მას დრო და ადამიანური რესურსი სჭირდება .
არსებულ პირობებში, თუ საშვის მთხოვნელთა რაოდენობა კვლავ მოიმატებს, არ არის გამორიცხული, საშვის გაცემის დრო კიდევ უფრო გაიზარდოს და ამ საგაზაფხულო სამუშაოების პიკმაც გადაიაროს.
მეგა ტვ ცდილობს გაარკვიოს, რას დაუპირისპირებს გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივი ხელისუფლება და უზრუნველყოფს თუ არა ამ მოთხოვნების დროულ და ეფექტურ დაკმაყოფილებას.