ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ცხელების ცენტრიდან გუშინ პაციენტი შეიყვანეს, რომელსაც დადასტურებული კოვიდ 19 აქვს. 67 წლის კაცს გართულებული პნევმონია აქვს. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მას არ აქვს მოგზაურობის ისტორია. ამ ეტაპზე მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.
კლინიკაში ბოქსირებულ განყოფილებაში კორონავირუსით უკვე ხუთი პაციენტი მკურნალობს. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, კლინიკაში სამი ბიოლოგიური მასალის ნიმუშის პასუხს ელოდებოდნენ და ყველა უარყოფითია.
იმერეთში სულ 11 შემთხვევაა დაფიქსირებული. ორი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს, სამი კი რამდენიმე დღის წინ კლინიკიდან გამოჯანმრთელებული გაეწერა.