ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალგაზრდა მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა. მოქალაქე საავადმყოფოში კარანტინიდან გადმოყვანეს, მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.
პაციენტს მაღალი ტემპერატურა და პნევმონია აქვს. საავადმყოფოს მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
კლინიკაში ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ ორი ტესტის პასუხს ელოდებიან. ქუთაისის ინფექციურ საავადყოფოში საერთო ჯამში კორონავირუსის დადასტურებული დიაგნოზით 4 პაციენტია მოთავსებული.