ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კოვიდინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს.
როგორც კლინიკიდან იუწყებიან 41 წლის ქალს თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის ქუთაისში ბათუმის ცხელების ცენტრიდან გამთენიისას გადმოიყვანეს. მათივე ცნობით პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
სტაციონარში ამ დროისთვის კოვიდინფიცირებული 7 პაცინეტი მკურნალობს.










