ქუთაისის ინფექციურში ორი ახალი პაციენტი შეიყვანეს. ცოლ-ქმარს ბაქოშ მოგზაურობის ისტორია აქვს. როგორც ქუთაისის ინფექციურიდან იუწყებიან ქალი ქართველია, მამაკაცი კი თურქი, ისინი თბილისში მაცხოვრებლები არიან.
ცოლ-ქმარი წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. ისინი კლინიკაში წუხელ ღამით შეიყვანეს.
როგორც ქუთაისის ინფექციურში აცხადებენ ქალი საყურადღებო პაციენტია.
ამ დროისთვის კლინიკაში შვიდი ინფიცირებული პაციენტია.
ასევე კლინიკაში ორი საკვლევი პაციენტია, მათ ანალიზებს აუღებენ.










