ქუთაისის ინფექციურში ახალი კორონავირუსით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მოათავსეს. წყვილი ლენტეხიდანაა. მათ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ცხელების ცენტრს მიმართეს, სადაც ვირუსი დაუდასტურდათ. როგორც ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან იუწყებიან პაციენტებს პნევმონია და თანმხლები დაავადებები არ აღენიშნებათ. კოვიდ ინფიცირებულებს შესაბამისი მკურნალობა ბოქსირებულ განყოფილებაში უტარდებათ.
23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა
1921 წლის 23 თებერვალს საბჭოთა რუსეთის წითელი არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან გამართულ ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა საპატივსაცემოდ, 23 თებერვალს საქართველოში იუნკერთა ხსოვნის დღე აღინიშნება. რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის თებერვლის ხუთდღიან ბრძოლებში თბილისის...










