ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსის დიაგნოზით ახალი პაციენტი დაემატა. 52 წლის ქალი კლინიკაში წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გადაიყვანეს. მას რუსეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. კლინიკის მთავარი ექმის თეიმურაზ ნადირაძის თქმით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ამ დროისთვის კლინიკაში ხუთი ინფიცირებული პაციენტი ჰყავთ.










