ქუთაისის ინფექციურს ერთი პაციენტი დაემატა, ერთი კი გამჯანმრთელდა.
ახალი პაციენტი 41 წლის ქალია, რომელსაც თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ის აჭარის საკარანტინო სივრციდან გადმოიყვანეს. პაციენტი არის საშუალო სიმძიმის, პნევმონიით.
ქუთაისის ინფექციურში ამ დროისთვის 7 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათ შორის ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ქალს რომელსაც პნევმონია აღენიშნება თანმდევი დაავადებები აქვს. ის კლინიკის მეოთხე პაციენტია. ის საავამდყოფოში მეუღლესთან ერთად შეიყვნეს. მათ მოგზაურიბის ისტორია აქვთ.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულს მან საავადმყოფო გუშინ დატოვა. მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით ერთ პაციენტს გამოჯამრთელბაზე დღეს ტესტი ჩაუტარდება, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში მას ხვალ განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება და შემდეგ მისი გაწერის საკითხი დადგება.
ქუთაისის ინფექციურში ჯამში 43 ადამიანი გამოჯანმრთელდა.










