ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გაიკურნა. კლინიკის მთავარი ექიმის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, შუახნის მამაკაცი, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, კლინიკიდან დღეს გაეწერება.
გამოჯანმრთელებული პაციენტის გაწერის შემდეგ, სტაციონარში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ორი პაციენტი დარჩება.










