ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო კიდევ სამმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. პაციენტები ე.წ. ვანის კლასტერიდან იყვნენ.
ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 16 პაციენტი რჩება. ერთ საეჭვო პაციენტზე ანალიზის პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.










