ქუთაისის ერთ-ერთ ბანკში 50-წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. მათივე ცნობით ქალი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
“ქალი ბანკომატზე თანხას რიცხავდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და გონება დაკარგა, სასწრაფოს გამოვუძახეთ, ნახევარი საათი დააგვიანდა. როდესაც მოვიდნენ, თქვეს რომ უკვე გარდაცვლილი იყო”-განაცხადა შემთხვევის თვითმხილელმა.
newpress.ge