ქუთაისის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარით გაიზარდა. მერიის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის დავით ნიშნიანიძის განმარტებით, 40 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს მთავრობამ გამოუყო ქუთაისს, ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება. 7 მილიონი ლარი დაიხარჯება ასევე ქალაქის დასუფთავებისათვის საჭირო სხვადასხვა სახეობის სპეცტექნიკისა და ნაგავშემკრები კონტეინერების შეძენისთვის. მმისივე თქმით მთავრობამ ასევე გამოყო 1 მილიონი ლარი სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებებისთვის, რაც საყრდენი კედლების რეაბილიტაციას მოხმარდება. ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შედეგად, ქუთაისის მთავარი საფინანსო დოკუმენტის მოცულობა, ჯამში, 178 მილიონ 328 300 ლარი შეადგინა.
ქალაქის ბიუჯეტის საწყისი მოცულობა (დამტკიცების პერიოდში) 117 097.80 ლარი იყო.