ქუთაისის ბარ-რესტორანი „დები“ საქველმოქმედო აქციაში ჩაერთო. აქციის ფარგლებში ბარის ადმინისტრაციამ ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატის ბენეფიციარებს უმასპინძლა. მათ რესტორანში ერთი მშვენიერი დღე გაატარეს. „სიკეთე გადამდებია“ – სწორედ ის იყო საქველმოქმედო აქციის მიზანი.
ამ ჟესტმა მოხუცები ძალიან გაახარა. როგორც ჩვენთან საუბარში აღნიშნეს, სასიამოვნოა როცა ვიღაც ხანდაზმულ ადამიანებზე ფიქრობს.
საღამოს ორგანიზება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლური ფილოლოგიის დეპარტამენტის თანამშრომელმა სალომე ლაღაძემ. ასევე ოდესელმა სტუმრებმა ალინა კოზლოვამ და ოლია ფშენიჩნამ, და ამერიკელმა ჯონ ამატომ გაუწიეს. „თავშესაფარში მყოფმა მოხუცებმაც უნდა იგრძნონ, რომ ისინიც საზოგადოების სრულფასოვანი წევრები არიან“ – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.