“გიზიარებთ ჩემს გამოცდილებას რომ ყველა ინფორმირებული იყოთ. ქუთაისის აეროპორტში, პარკინგზე 10 დღით დავტოვე მანქანა და დამხვდა დაზიანებული როგორც ხედავთ. აღმოჩნდა რომ არავინ იღებს პასუხისმგებლობას არანაირ დაზიანებაზე, სულ რომ მანქანა დაამტვრიონ ან გაძარცვონ. აქეთ გადავიხადე 100 ლარი პარკინგის და ისე წამოვედი. თუ ვინმეს ჩემსავით ეგონა რომ მანქანის უსაფრთხოებაში ვიხდიდით თანხას, აღმოჩნდა სრული აფსურდი, რადგან პარკინგის ტერიტორიაზე კამერებიც კი არ აყენია. გარეთ გააჩერებთ თუ შიგნით არანაირი მნიშვნელობა არ ქონია. ჩემი დიდი რეკომენდაციაა, თანხას ტყუილად ნუ გადაიხდით.”-წერს მოქალაქე სოც. ქსელში
ბათუმში გიორგი გახარიას თავს დაესხნენ
"გახარია - საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას ბათუმში თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, თავდასხმა ოპოზიციონერ პოლიკიკოსზე სასტუმრო "შერატონში" მოხდა და გახარია კლინიკაშია გადაყვანილი. თავდასხმაზე პარტიის წევრი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს და პასუხისმგებლობას აკისრებს "ქართულ...