LIVE TV
ორშაბათი, იანვარი 19, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო 4 საათიდან 2.5 საათამდე შემცირდება

დაპოსტა 2019/09/20-ში
153
ნახვა
გაზიარება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მთის გზების განვითარების პროექტის ფარგლებში, ბაღდათი-აბასთუმანის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ახორციელებს. როგორც  საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან იუწყებიან, საავტომობილო გზის საერთო სიგრძე 61,5 კმ-ია, საორიენტაციო ღირებულება კი 324 მილიონ ლარამდეა. პროექტი 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება ეტაპობრივად მოხდება 2022 წლამდე.

ამ დროისთვის, სამუშაოები ჯამში 42.2 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს, ხოლო ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას გზის კმ17-კმ33 მონაკვეთზე – გვირაბის მისასვლელი გზის პირველ ლოტზე და ამავე გზის კმ17-კმ33 მონაკვეთზე – გვირაბის შემოვლით მე-2 ლოტზე ტენდერი დღეს გამოცხადდება, ასევე რამდენიმე დღეში გამოცხადდება ტენდერი ზეკარის უღელტეხილის გვირაბის მშენებლობაზე.

როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული ეს გზა მნიშვნელოვნად გაზრდის მომსახურების დონესა და უსაფრთხოებას, შეამცირებს სამგზავრო მანძილსა და დროს საქართველოს ცენტრალური ნაწილიდან თურქეთის საზღვრამდე, გზის რეკონსტრუქცია გამოაცოცხლებს რეგიონს და ეკონომიკურ აქტივობას. ამ გზით სატრანზიტო მოძრაობა შეზღუდული იქნება.

ქუთაისის აეროპორტიდან აბასთუმნამდე მგზავრობის დრო დღეს საშუალოდ 4 საათია, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს დრო 1.5 სთ-ით შემცირდება, რაც რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

ბაღდათი-აბასთუმნის გზის რეკონსტრუქციის პარალელურად, შემუშავდა აბასთუმნის განვითარების გენერალური გეგმა, რომელმაც გაითვალისწინა მსოფლიოში წარმატებული კურორტების გამოცდილება, რის საფუძველზეც განისაზღვრა შემოვლითი გზის საჭიროება.

აბასთუმნის 16 კმ-იანი შემოვლითი გზის პროექტმა სკოპინგის ეტაპი წარმატებით გაიარა. ამ დროისთვის, საპროექტო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მუშავდება. ახალი შემოვლითი გზის მშენებლობაზე ტენდერი საპროექტო სამუშაოების დასრულებისთანავე გამოცხადდება.

პროექტის მიზანია დააკავშიროს ტურისტულად მნიშვნელოვანი რეგიონები, მოიზიდოს მეტი ტურისტული ნაკადი და გზამ 7 თვის ნაცვლად იფუნქციონიროს მთელი წლის განმავლობაში. ეს იქნება წინაპირობა იმისა, რომ აბასთუმანი გახდეს მსოფლიოში გამორჩეული ბალნეო-კლიმატური კურორტი და მსგავსად მსოფლიოში წარმატებული პრაქტიკისა, რეგიონში გახდეს ექსკლუზიური ეკოლოგიური კურორტი.

პროექტი, როგორც მშენებლობის, ასევე კურორტის ფუნქციონირების პერიოდიდანვე უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

აბასთუმნის ახალი შემოვლითი გზის პროექტირებისას დამუშავდა 6 ალტერნატიული მიმართულება. შედარებითი ანალიზის საფუძველზე შეირჩა 3 ვარიანტი, საიდანაც უპირატესობა მიენიჭა მარშრუტს, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ტექნიკურ-ეკონომიკურ, გარემოს დაცვით და სოციალურ მოთხოვნებს. გარემოზე მინიმალური ზეგავლენის პირობებში, აღნიშნულ მიმართულებაზე გათვალისწინებულია საკომპენსაციო ღონისძიებები, დაცული ტერტორიებისათვის დამატებითი ტერიტორიის გადაცემის ჩათვლით.

ბაღდათი-აბასთუმნის განახლებული მარშრუტით, ერთმანეთს უმოკლესი გზით დაუკავშირდება იმერეთის, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონები. ახალი გზით მიღებული სარგებელი მნიშვნელოვანია როგორც ამ რეგიონებისთვის, ასევე მთელი ქვეყნისთვის. დაბა აბასთუმანში განიტვირთება სატრანსპორტო მოძრაობა და ქვეყანას ექნება უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა და მიმზიდველი კურორტი.

თეგები: აბასთუმანიბარღათიგზაქუთაისი
გაზიარება81

დაკავშირებული -პოსტები

კახა კალაძე მიმართვას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
976
კახა კალაძე
მთავარი

„როგორც იცით, თბილისში ძალიან მაგრად თოვს. ჩვენ გუშინ, გუშინწინ ვისაუბრეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური არის მობილიზებული, მთელი ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ცენტრალური ქუჩები, გამზირები სრულად არის...

დაწვრილებითDetails

“ვლადიმერ პუტინი ღაზას „მშვიდობის საბჭოს“ წევრად მიიწვიეს” – დიმიტრი პესკოვი

იანვარი 19, 2026
40
მთავარი

ვლადიმერ პუტინმა ღაზას სექტორის „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით მოწვევა მიიღო, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. „პუტინმა დიპლომატიური არხებით მიიღო მოწვევა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობაში შესვლასთან დაკავშირებით. ვსწავლობთ ამ წინადადების...

დაწვრილებითDetails

“პრეზიდენტის საქმეა ჰქონდა თუ არა კონსულტაციები”- გია ვოლსკი

იანვარი 19, 2026
55
მთავარი

მან იცის ოპოზიციის, ხელისუფლების, რევოლუციური კომიტეტის პოზიცია და დარწმუნებული ვარ, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან აქციების პერიოდში დაკავებული პირების შესაძლო შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

” არ შეიძლება ოჯახების გაყოფა, მეგობრების წაჩხუბება, ეს ველურობაა სხვა არაფერი” – მეუფე იკაობი

იანვარი 19, 2026
55
მთავარი

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა.   ამ დიდ დღეს ჩვენს მთავრობას და მხედრობას ვულოცავ, ჩვენს ოპოზიციას ვულოცავ, ჩვენს იმ ადამიანებს ქუჩებში...

დაწვრილებითDetails

დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს

იანვარი 19, 2026
112
მთავარი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალდებული კობა ხუნდაძე, რომელიც სუს-ის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილთან დაახლოებული პირია, პატიმრობიდან გაათავისუფლეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მისმა უფლებადამცველმა განუცხადა, ხუნდაძემ პენიტენციური დაწესებულება პარასკევს, 16 იანვარს, გირაოს...

დაწვრილებითDetails

“ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“დანიას არაფრის გაკეთება არ შეუძლია” – ტრამპი

იანვარი 19, 2026
48
მთავარი

ნატო 20 წელია დანიას ეუბნება, რომ „გრენლანდიიდან რუსული საფრთხე უნდა მოაშოროს“. სამწუხაროდ, დანიას ამასთან დაკავშირებით არაფრის გაკეთება არ შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Truth Social-ში წერს. „ახლა დროა და...

დაწვრილებითDetails

ქარბუქი, ლიპყინული, ზვავსაშიშოება – სინოპტიკოსები მოსახლეობას აფრთხილებენ

იანვარი 19, 2026
377
ამინდი

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს. სინოპტიკოსების პროგნოზით, 20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან – ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე მოყინულობა, გზებზე...

დაწვრილებითDetails

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

იანვარი 19, 2026
586
მთავარი

გიგა ავალიანის ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი განცხადებას ავრცელებს. როგორც ადვოკატი განმარტავს, გიგა ავალიანის საქმეში ერთ-ერთი ფიგურანტის, დ.ჩ-სთვის ბრალის დამძიმებამ ერთგვარი გაუგებრობა გამოიწვია და განმარტავს, რატომ არის სახეზე განზრახ განსაკუთრებით მძიმე...

დაწვრილებითDetails

ესპანეთში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა

იანვარი 19, 2026
77
მთავარი

ესპანეთის სამხრეთ ნაწილში მატარებლების შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა, დაშავებულია ათობით ადამიანი, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. შემთხვევა წუხელ მოხდა, როდესაც მადრიდის მიმართულებით მიმავალი მატარებლის ვაგონები ლიანდაგიდან გადავიდა და ადამუზში, ქალაქ კორდობასთან...

დაწვრილებითDetails

როდემდეა მოსალოდნელი დიდთოვლობა და ყინვა

იანვარი 19, 2026
96
ამინდი

20 იანვრის დილამდე აღმოსავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი, უმეტესად თოვლის სახით, ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული, მთიან რაიონებში - ზვავსაშიშროება. დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».