სამშენებლო ნებართვის დადგენილებაში ცვლილება შევიდა. გათანაბრდა რეკონტრუქციისა და მშენებლობის მოსაკრებელი. ორივე შემთხვევაში პირს კვადრატულ მეტრზე 4 ლარის გადახდა მოუწევს. ეს გადაწყვეტილება საკრებულომ რიგგარეშე, მეათე სხდომაზე მიიღო. ცვლილება შეეხო კიდევ ერთ საკითხს, მერიის არქიტექტურის ააიპის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის მამუკა კუბლაშვილის თქმით სამშენებლო მოსაკრებლიდან გათავისუფლდნენ კერძო სახლების მშენებლობის მსურველები, ამასთან გაუქმდა ის დებულებაც, რომლითაც ეს ნებართვა არ მოქმედებდა კულტურული ძეგლის არეალში მდებარე შენობებზე.