ქუთაისელმა ძალოსანმა შოთიკო მიშველიძემ 3 ოქროს მედალი მოიპოვა.
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა ბელარუსიაში მიმდინარე ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირზე სამივე დისციპლინაში გამარჯვება იზეიმა.
მიშველიძემ ატაცში 118/123 კგ. დაძლია, აკვრაში 137/143 კილოგრამს გაუმკლავდა, ორჭიდის ჯამში კი თავი 266 კილოგრამს მოუყარა და 3 ოქროს მედალიც დაიმსახურა.
გამარჯვებასთან ერთად შოთა მიშველიძემ საკუთარ აქტივს ოლიმპიური სალიცენზიო ქულებიც მიამატა.