ქუთაისში სამოქალაქო აქტივისტმა გოჩა უგლავამ შიმშილობა დაიწყო
აქტივისტის თქმით, ის აფხაზეთიდან დევნილ, 71 წლის აზა ჩილაჩავას დაკავებას აპროტესტებს და მას სოლიდარობას უცხადებს.
ცნობისთის, საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა აზა ჩილაჩავამ დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატი ლელა არევაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
აფხაზეთიდან დევნილი ქალი პოლიციამ 2 ნოემბერს დააკავა, აქციის მონაწილეების მიერ ისევ გადაკეტილი რუსთაველის გამზირის გახსნის შემდეგ.
აზა ჩილაჩავა სასამართლომ სამართალდამრღვევად ერთხელ უკვე ცნო. პოლიციამ ჩილაჩავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი 19 ოქტომბერს შეუდგინა, აქციაზე პირბადით ყოფნის გამო.
22 ოქტომბერს სასამართლომ აზა ჩილაჩავა სამართალდამრღვევად ცნო და სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.