ქუთაისელი ძიუდოისტი გიორგი თუთაშვილი ახალგაზრდებს შორის ევროპის ჩემპიონი გახდა!
ფინეთში ჩატარებულ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თუთაშვილმა 66 კგ. წონით კატეგორიაში იასპარეზა და საქართველოს ნაკრებს ოქროს მედალი მოუპოვა.
ზოგადად, ქართველმა ახალგაზრდებმა ევროპის ჩემპიონატი ფანტასტიკური შედეგით დაასრულეს! მათ ქალაქ ვანტააში 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავეს.
გიორგი თუთაშვილთან ერთად ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). კიდევ ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა ეთერ ლიპარტელიანმა (-57კგ) მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია. ვერცხლის მედალი -81კგ-ში ვლადიმერ ახალკაცმა მოიპოვა. ხოლო ბრინჯაოსმედალოსნები გახდნენ: მარიამ ჭანტურია (-70კგ) და მიხეილ ბექაური (-90კგ).