მან პირველ მოძრაობაში 135 კგ. დააფიქსირა, ორჭიდის ჯამში კი მისი შედეგი 290 კგ. იყო და საქართველოს ნაკრების მონაგარში უკვე ორი ვერცხლის მედალია.
რაც შეეხება ასევე 61 კგ. კატეგორიაში მოასპარეზე რამინ შამილიშვილს – ის ორჭიდის ჯამში 279 კგ-ით მე-9 ადგილზე გავიდა.
ჩემპიონი ბულგარელი სტილიან გროზდევი გახდა, რომელმაც ორჭიდის ჯამში 296 ქულას მოუყარა თავი.
ევროპის ჩემპიონატის რეპორტაჟის ხილვის შესაძლებლობა ტელესკოლისა და პირველი არხის პირადაპირ ეთერში გეძლევათ.