LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ქუთაისელი ფოტოგრაფის ევროპული წარმატებები

ქუთაისელი ფოტოგრაფის ევროპული წარმატებები

დაპოსტა 2019/11/22-ში
A A
2.3k
ნახვა
გაზიარება
ქუთაისელი ფოტოგრაფი, რომელმაც 23 წლის ასაკში გადაწყვიტა ქვეყანა დაეტოვებინა და უკეთესი მომავალის საძებნელად ევროპაში წასულიყო, თითქმის 2 თვეა ვარშავაში ცხოვრობს და თავის მრავალფეროვან შემოქმდებას სიახლეებით ავსებს.

GREEN GRAPHY  – ასე იპოვით ქუთაისელ ამიკო ბერიძეს ინსტაგრამზე, რომელიც ევროპაში უკვე წარმატებით აკეთებს თავის საქმეს.

GREEN GRAPHY – მწვანე ფოტოგრაფია კი იმიტომ რომ, ეს არის სიცოცხლე და მუდმივი განვითარება.

ამიკო ბერიძე ერთადერთი ფოტოგრაფია, რომელიც ქუთაისში ყოფნისას ფოტო სერიებს ქმნიდა.  როგორც თავად ამბობს დიდხნიანი მუშაობის შემდეგ მიხვდა რომ მისთვის ერთი ფოტო საკმარისი არ იყო, ამიტომ ამბების მოყოლა კადრებით დაიწყო.

„კამერა ინსტრუმენტია, რომელიც გვასწავლის როგორ დავინახოთ სამყარო კამერის გარეშე“

გაღვიძება ზებრაზე, ქალაქში მარტო დარჩენა, 1 800 წამით ადრე, დროში მოგზაურობა – ცხოვრება ფოტოებით და ფოტოებში, ასეთია ახალგაზრდა ბიჭის ყოველდღიურობა, რომელიც ამბებს ისე ვერ მოგვიყვებოდა რომ არ ყოფილიყო იდეები, ლოკაციები, მოდელები, რეკვიზიტები და ყოველ ჯერზე გასათვალიწინებელი დეტალები. ასე იქმნებოდა და იქმნება მისი ფოტოები.

მანამდე კი, სანამ მოდის, ქუჩისა და პორტრეტის ფოტოგრაფად ჩამოყალიბდებდა იყო გრძელი გზა, რომელიც ბავშვობიდან იწყება:

„13 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე. ხელოსნებს ვეხმარებოდი მშენებლობაზე, რემონტზე, დემონტაჟზე. ფოტოგრაფია მიზიდავდა, მაგრამ მაშინ არც კამერა მქონდა და არც მისი შესაძენი თანხა.

წლების შემდეგ თანხის შეგროვება დავიწყე და პირველი კამერა canon 60D ვიყიდე, 300 ლარი გადავიხადე, მაშინ  ეს ფული ძალიან ბევრი მეგონა. სწორედ მაშინ, პირველად დავიჭირე კამერა ხელში.  პირველი გადაღებული კადრები სასიამოვნო და სასიხარულო იყო, ახლა როდესაც მათ ვხედავ მეღიმება. ვიღებდი თითქმის ყველას და ყველაფერს. ნათქვამია შენი პირველი 10 000 ფოტო ყველაზე ცუდიაო, ასე რომ

ბევრი დრო და მუშაობა სჭირდება ამ საქმეს, იმისთვის რომ კარგი ფოტოს შექმნა შეძლო.

დროთა განმავლობაში კი პოულობ  იმ ერთ ჟანრს, სადაც თავს კომფორტულად და პროდუქტიულად გრძნობ“ – ამბობს ამიკო ბერიძე „მეგა ტვ“-თან საუბრისას.

როგორც ფოტოგრაფი გვიყვება ამ სფეროში მას ყველაზე დიდი მეგზურობა ოთო ჩახუნაშვილმა „Otography“-მ გაუწია.

„სრულიად შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში, ახლა უკვე ჩემს მეგობარს, ოთო ჩახუნაშვილს და აღმოვაჩინე რომ მასაც ჩემნაირი კამერა ჰქონდა. ვთხოვე ესწავლებინა და  მან თითქმის ყველაფერი მასწავლა, რაც იცოდა.

ფოტოს სჭირდება კარგი დამუშავება, მე კიდევ კომპიუტერი არ მქონდა მაგ დროს,  და ისევ ოთოსთან მიწევდა ღამეების თენება იმ ფოტოების გამო, რომლებზეც ახლა მეღიმება.“

ამიკო ბერიძე შემოქმედი ადამიანისთვის ქუთაისში არსებულ სიძნელეებსა და ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღების შესახებ საუბრობს:

„ქუთაისში ნამუშევრების შექმნა თან მარტივია და თან საკმაოდ რთული, მაგრამ საქმე იმაშია, ეს ნამუშევრები რასაც ამბობს, დაფასდება თუ არა. ახლა სიახლის დროა. ამიტომ ვარ ვარშავაში. დარწმუნებული ვარ აქ მოვიპოვებ სიახლეებს თუ არადა მე თვითონვე შევქმნი მათ.”

როგორც ახალგაზრდა ფოტოგრაფი „მეგა ტვ“-თან საუბრისას აღნიშვას, საქმე რაც არ უნდა რთული იყოს, თუ გიყვარს და მთელი გულით აკეთებ ის რთული არასდროს იქნება. მისივე თქმით საქართველოში ფოტოგრაფიას ყველაზე მეტად სიახლეები აკლია:

„ყველა ცდილობს რაღაც გაიმეოროს, სიახლე არავის უნდა.  თუმცა, რეალურად, სადაც სიახლეს არ ქმნი იქ განვითარება  არ არის. მე ყოველთვის იმას ვაკეთებ, რისი გაკეთებაც არ შემიძლია, ასე ვსწავლობ მას. მაგალითად საქართველოში ვეცადე რაღაც სიახლე შემექმნა, მგონი გამომივიდა კიდეც, მაგრამ დასკვნა მაინც ის არის რომ, ახლა სხვა ქვეყნიდან ვპასუხობ კითხვებს,  ესე იგი,

თუ გინდა განვითარდე, წინსვლა უნდა განაგრძო, რაც გულისხმობს ქვეყნიდან წასვლას, სამწუხაროდ.“

https://www.instagram.com/p/B40nP_YlIow/?igshid=1fcwrlau17dee

უკვე ორი თვეა რაც ამიკო ბერიძე ვარშავაში  სხვადასხვა კომპანიასთან და სააგენტოსთან თანამშრომლობს. როგორც თავად ამბობს უცხო ქვეყანაში ეს მისთვის იდეალური დასაწყისია:

„უბრალოდ რაღაცის კეთება არ კმარა. უნდა იცოდე რას და რისთვის აკეთებ. აქ რთული ის არის რომ ყველაფერს ნულიდან იწყებ. რასაც წლების განმავლობაში მივაღწიე საქართველოში, დარჩა საქართველოში. ახლა ვარ უცხო ქვეყანაში, სადაც არავინ მიცნობს, მაგრამ საკმაოდ წარმატებით ავიღე სტარტი და ვთანამშრომლობ სამოდელო სააგენტოსთან, სალონებთან და სხვადასხვა ცნობილ მოდელთან. საქართველოსგან განსხვავებით აქ ყველა და ყველაფერი ხელს გიწყობს რომ განვითარდე და შენი საქმე აკეთო. ახლა ბოლოს გადავიღეთ საკმაოდ ცნობილი, მოგზაური მოდელი, რომელსაც ინსტაგრამზე  138 000 გამომწერი ჰყავს, რაც საკმაოდ ბევრია.“

https://www.instagram.com/p/B4lOncnBKuQ/?igshid=x4xr96npuowu

https://www.instagram.com/p/B5K0W-onNH5/?igshid=1gd8wvp7sk27w

ხშირად თხოვენ დაასახელოს მისი რჩეული ფოტო, თუმცა მისი პასუხი ყოველ ჯერზე უცვლელია:

 „არ გამაჩნია ფოტო, რომელსაც გამოვარჩევ და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგია, რადგან ვქმნი რომ გავაცოცხლო, ჯერ ბევრი დრო მაქვს, ბევრი ხვალ.“

და სწორედ, ეს ხვალ არის ის, რასაც ის საქართველოს ჰპირდება. როგორც ამიკო ბერიძე “მეგა ტვ”-თან საუბრისას ამბობს მიუხედავად ევროპული წარმატებებისა ის არ აპირებს თავისი სამშობლოს მიტოვებას ან დავიწყებას. მას მალე ვიხილავთ თავის მშობლიურ ქალაქში,  სადაც კვლავ გააცოცხლებს აწმყოს კადრებს მომავლისთვის.

თეგები: GREEN PHOTOGRAPHYამიკო ბერიძემოდამოდის ფოტოგრაფიაპორტრეტიფოტოგრაფიაქუჩის ფოტოგრაფია
გაზიარება1603

დაკავშირებული -პოსტები

დამეწყრილი ღვერკი-ხემაღალის მოსახლეობამ სასამართლოსა და პროკურატურას მიმართა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
შეერთებამდე გადის რკინიგზის ხიდის ქვეშ, შეიძლება ძალიან ცუდად განვითარდეს მოვლენები – რა ვითარებაა ხარაგაულში
მთავარი

ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო სასამართლოსა და გენერალურ პროკურატურაში სარჩელები შეიტანეს. ინფორმაციას გამოცემა "ჩემი ხარაგაული" ავრცელებს. როგორც ერთ-ერთი მოსარჩელე, მარადი გელაშვილი ამბობს, დაზარალებულები ასაჩივრებენ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 2026...

დაწვრილებითDetails

საწვავი კიდევ გაძვირდა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
მთავრობას საწვავი გაუიაფდა – რამდენად იყიდის 1 ლიტრს
მთავარი

საქართველოში საწვავის ფასი ისევ იზრდება. ბოლო 1 კვირაში ზოგიერთ ქსელში დიზელი 32 თეთრამდე, ხოლო ბენზინი 16 თეთრამდეც კი გაძვირდა. შეგახსენებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენების გამო, ჰორმუზის სრუტის გავლით გადაზიდვები...

დაწვრილებითDetails

„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„ძნელია სიტყვების მოძებნა…” – ვეკუას სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. „აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლა ღრმა გულისტკივილს გამოთქვამს სკოლის საუკეთესო...

დაწვრილებითDetails

როგორი ამინდი იქნება 14-16 მარტს საქართველოში

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ამინდის პროგნოზი ქალაქების მიხედვით
ამინდი

როგორი ამინდი იქნება  14-15 მარტს საქართველოში  - გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში შედარებით სითბოს ფონზე ზოგან წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარია მოსალოდნელი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში შედარებით ცივი და დროგამოშვებით...

დაწვრილებითDetails

რას აცხადებენ კლინიკა “სენამედში” , სადაც 20 წლის გოგომ იმშობიარა

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ქუთაისში, მშობიარობიდან ორ კვირაში 20 წლის გოგო გარდაიცვალა
მთავარი

წუ­ხელ ქუ­თა­ის­ში, ბო­მონ­დის კლი­ნი­კა­ში 21 წლის ახალ­ნამ­შო­ბი­ა­რე­ვი გო­გო­ნა ლიკა ტა­ლა­ხა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქალ­მა ორი კვი­რის წინ სე­ნა­კის სამ­შო­ბი­ა­რო სახ­ლში იმ­შო­ბი­ა­რა, რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და და ქუ­თა­ის­ში...

დაწვრილებითDetails

“სრული ბოდვაა”- კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
კახა კალაძე
მთავარი

სრული ბოდვა არის ამ დოკუმენტში - ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ამას საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშს. კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება...

დაწვრილებითDetails

“ეს არის უფრო პოლიტიკური სურვილების ნუსხა, ვიდრე რეალური დოკუმენტი” – ლევან მახაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
” მაშინდელმა რეჟიმმა ვერ გაართვა თავი ქვეყნის და არმიის მართვას” – ლევან მახაშვილი
მთავარი

ეს დოკუმენტი არის პოლიტიკური შეფასებების კრებული და არა სამართლებრივი დასკვნა, აქ თავმოყრილია გასული ორი წლის განმავლობაში საქართველოს მიმართ გაჟღერებული ბრალდებები - ერთგვარი ენციკლოპედიასავით გამოუვიდა ამ პოლონელ პროფესორს, - ამის შესახებ პარლამენტის...

დაწვრილებითDetails

ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა – რას წერს ლაშა ბერეკაშვილი სოფელ კურსებზე
მთავარი

სტიქია, ანუ მეწყერი 2 დღეა ნელ ნელა შლის ყველაფერს რაც საუკენეებია ამ სოფელში იქმნებოდა და არსებობდა. ეს ეროვნული მასშტაბის ტრაგედიაა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა...

დაწვრილებითDetails

„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
„კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
მთავარი

კლინიკა ბომონდი 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „პაციენტი ლ. ტ. მიმდინარე წლის 10 მარტს გადმოყვანილ იქნა ბომონდში, როგორც მესამე დონის კლინიკაში, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მარტვილის...

დაწვრილებითDetails

“აბსოლუტურად ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიშია ” – თენგიზ შარმანაშვილი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე

by მეგა TV
მარტი 13, 2026
0
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი
მთავარი

ეს არის აბსოლუტურად ტყუილებზე დაფუძნებული ანგარიში და ჩვენთვის დიდი ფასეულობა არ აქვს - მუქარებიც გაურიეს, რომ საერთაშორისო სასამართლოებში აპირებენ წასვლას, რასაც მივესალმებით, ძალიან მომწონს ეს იდეა, რადგან იქ არანაირი მტკიცებულება არ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"