ქუთაისელი ტყვიით მსროლელები გიორგი მუმლაძე და იოანე ხვარეშია, საქართველოს ვაჟთა ნაკრებთან ერთად, ახალგაზრდებს შორის, ევროპის ჩემპიონები გახდნენ.
საქართველოს ნაკრების სამეულმა (გიორგი მუმლაძე, იოანე ხვარეშია და შოთა სუმბაძე) ფინალში 16:6 დაამარცხა უკრაინის ნაკრები და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
ბრინჯაოს მედალი პოლონეთმა მიიღო, რომელმაც დასკვნით შეხვედრაში 16:6 დაამარცხა ბულგარეთი.
ევროპის ჩემპიონატი ხორვატიის ქალაქ ოსიეკში მიმდინარეობდა.