ქუთაისელი მევიოლინე გვანცა ბუცხრიკიძე ნიუ-იორკის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულია.
გვანცა კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობდა და პირველი პრემიის მფლობელი გახდა.
“ჩვენ გვაქვს პატივი ვაღიაროთ თქვენი განსაკუთრებული ნიჭი და მუსიკისადმი ერთგულება.” – ნათქვამია მუსიკოსისთვის გაგზავნილ გამარჯვების მისალოც წერილში.
კონკურსი ნიუ-იორკში 2 თვის წინ ჩატარდა, სადაც გვანცა ბუცხრიკიძემ იზაის სონატა #3; ბახის პარტიტა #3 და ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტი შეასრულა.
გვანცა ბუცხრიკიძესთან ერთად კონკურსის მეორე კატეგორიაში ასევე მონაწილეობდნენ მევიოლინეები რუმინეთიდან, საბერძნეთიდან იტალიიდან, ჩინეთიდან, პოლონეთიდან.
ახალგაზრდა ქუთაისელი მევიოლინე აშშ-ში ლონგ-აილენდის კონსერვატორიაში სწავლობს.