17 წლის ქუთაისელი ლადო სანიკიძე ალპაგუტში მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი გახდა.
ლადომ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში თურქი, ირანელი და აზერბაიჯანელი მეტოქეები დაამარცხა.
ახალგაზრდა სპორტსმენი ფინალში თურქ მებრძოლთან დამარცხდა.
როგორც ლადო სანიკიძე ,,მეგა ტვ”-ს ეუბნება ის ალპაგუტს უკვე 4 წელია რაც მისდევს.
მსოფლიო ჩემპიონატი ალპაგუტში 4-7 დეკემბერს თურქეთში გაიმართა.










