დღეს 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ყველა საგნის შედეგი გახდა ცნობილი, მათ შორის ისტორიის ქულებიც. წელს არჩევით საგნად ისტორიას ყველაზე მეტი, 12 500-ზე მეტი აბიტურიენტი აბარებდა.
ისტორიის გამოცდაში ერთ-ერთი მაღალი ქულა ქუთაისელმა კესო ბანძელაძემ მიიღო. მისი შედეგი 70 ქულიდან 67 ქულაა. კესომ ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლა დაამთავრდა.
როგორც კესო ბანძელაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას განაცხადა ის ამ შედეგს ელოდა.
“აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალზე მსურს ჩავაბარო. ისტორიაში მაღალ შედეგს ველოდი, რადგან ამისთვის რეპეტიტორთან დავდიოდი და ბევრი ვიშრომე. ამასთან ტესტი იმაზე მარტივი იყო, ვიდრე მოველოდი. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩემი ისტორიის პედაგოგს ლალი ვაშაკიძეს. სხვა საგნებშიც საკმაოდ მაღალი ქულები მაქვს, მაგ.: ინგლისურში 80-დან 77 ქულა ავიღე. შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი გამოცდის შედეგებით კმაყოფილი ვარ”, – ამბობს კესო ბანძელაძე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას.