ქუთაისელმა ანასტასია ამაღლობელმა თბილისში, რეგიონალურ კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა და ამერიკაში, მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსზე დაფინანსებით გაემგზავრება.
როგორც ცნობილია მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის #1 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა, მესამე კლასელმა ანასტასია ამაღლობელმა ( პედაგოგი ლილე ქურიძე ) და მე-რ კლასელმა თინათინ თვალავაძემ (პედაგოგი თეონა ქურიძე ) წარმატებით გაიარეს მანჰეტენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურსის ვიდეო-ჩანაწერის წარდგენის ეტაპი. გადალახეს პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი და მიწვეულნი იყვნენ ქ. თბილისში რეგიონალურ კონკურსზე.
ანასტასია ამაღლობელმა კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა, შედეგად, პატარა პიანისტი მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში დაფინანსებით გაემგზავრება ამერიკაში კონკურსის შემდეგ ეტაპზე.
თბილისში გამართულ რეგიონალურ კონკურსზე თინათინ თვალავაძემ კი ვერცხლის სერთიფიკატი მოიპოვა.










