LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ქონების ეროვნულმა სააგენტომ არ იცის წყალტუბოს სანატორიუმებიდან რამდენი ეკუთვნის სახელმწიფოს

დაპოსტა 2019/10/29-ში
316
ნახვა
გაზიარება

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახლა არკვევს, წყალტუბოში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სანატორიუმებიდან რამდენი ეკუთვნის მათ და შესაბამისად, არც ის იციან, რამდენ მილიონად მიჰყიდიან სასტუმროებს მმართველი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ მზადაა წყალტუბოში არსებული ყველა – 22-ვე სანატორიუმი და 9 ბალნეოლოგიური აბანო შეისყიდოს და მათი სრული რეაბილიტაცია მოახდინოს. – ინფომაციას droa.ge ავრცელებს.

სააგენტოში აცხადებენ, რომ მართალია, ივანიშვილმა დაასახელა 22 სასტუმრო, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაშია, მაგრამ ამ ქონებიდან შეიძლება ყველა არ იყოს მათ ბალანსზე, ამიტომ ჯერ ღირებულებაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

„უძრავი ქონებიდან შეიძლება ყველა არ იყოს ჩვენი. ახლა ვარკვევთ, ჩვენი რამდენია. შეიძლება ადგილობრივი მუნიციპალიტეტის იყოს ნაწილი და ნაწილი შეიძლება იყოს სხვისიც. ჯერ ვარკვევთ, ჩვენი რა არის და ამის მიხედვით უკვე გავაკეთებთ კომენტარს… იქ ბევრი სანატორიუმია. 22 დასახელდა სახელმწიფო საკუთრებაში რაც არის, მაგრამ სახელმწიფო საკუთრება რაც არის, იქიდან ყველაფერი ჩვენი – ქონების ეროვნული სააგენტოსი არ არის და ამას ვარკვევთ ახლა. დაახლოებით 18 სანატორიუმი მახსოვს, რომლის გაყიდვასაც ბოლო წლების განმავლობაში ვცდილობდით, თუმცა, სამწუხაროდ, ინვესტორი ვერ მოიძებნა. რა ფორმით და როგორ მოხდება გაყიდვა, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის,“- droa.ge-ს განუცხადეს სააგენტოში.

სააგენტოში, ასევე, ამბობენ, რომ ამ დრომდე ივანიშვილთან აღნიშნულ საკითხზე მოლაპარაკება არ ჰქონიათ.

ცნობისათვის, დღეს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომ წყალტუბოში გამოისყიდის უკლებლივ ყველა, 22 სასტუმროს და 9 აბანოს.

„მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში.

ამავდროულად, საჯაროდ ვთავაზობ ქართულ ბიზნესს – მზად ვარ, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს დაგეგმარება, პროექტირება, მშენებლობა თუ დასრულების შემდეგ, ექსპლუატაციაში ჩაშვება, გავასხვისო ეს ობიექტები ნებისმიერ ინვესტორზე, რათა შემდგომში მან გააგრძელოს წარმატებული ოპერირება. ბუნებრივია, ჩემი მხრიდან არანაირ მოგებაზე არ იქნება საუბარი, მაქსიმალური ფასი იქნება თვითღირებულება. ამავდროულად, მე მზად ვარ დაინტერესებულ ბიზნესს ეს პროექტები გადავცე ფასდაკლებით, ან უფრო მეტიც, მნიშვნელოვანი ფასდაკლებით,“ – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მაისში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილ სანატორიუმს 21 მილიონ ლარად ყიდდა, თუმცა, აუქციონი ჩაიშალა. ამჯერად კი უცნობია, რა ღირებულების იქნება ახალი საპრივატიზაციო პაკეტი.

droa.ge

თეგები: ბიძინა ივანიშვილისანატორიუმისახელმწიფო ქონებაქონებაწყალტუბოწყალტუბოს აღორძინებაწყალტუბოს რეაბილიტაცია
გაზიარება158

დაკავშირებული -პოსტები

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 21 ნოემბერს

ნოემბერი 20, 2025
23
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7067 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7073 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის გზაზე ავარიაში დაშავებული ახალგაზრდა კლინიკაში გაედაიცვალა

ნოემბერი 20, 2025
864
მთავარი

 ქუთაისის გზაზე ავარიის დროს დაშავებული 21 წლის გიორგი ჩოკორაია კლინიკაში გარდაიცვალა - შემთხვევას გიორგის მამა, 50 წლის ბადრი ჩოკორაია, ადგილზე ემსხვერპლა  ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის საავტომობილო გზაზე 10 დღის წინ მოხდა,...

დაწვრილებითDetails

რა პროდუქტის შეგზავნა შეგეძლებათ გიორგობას ციხეებში

ნოემბერი 20, 2025
81
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, პენიტენციურ დაწესებულებებში ამანათების მიღება 20-21 ნოემბერს 09:00 საათიდან 18:00 საათამდე არის შესაძლებელი. წარმოგიდგენთ იმ კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღების უფლებაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის სახით აქვს:...

დაწვრილებითDetails

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა

ნოემბერი 20, 2025
47
ეკონომიკა

საჯარო რეესტრმა Eagle Hills საქართველოს რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებაზე უარი უთხრა და ხარვეზების აღმოსაფხვრელად 30-დღიანი ვადა მისცა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, სარეგისტრაციო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის წარმოსადგენია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი და დამოწმებული სარეგისტრაციო...

დაწვრილებითDetails

თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა – სეს

ნოემბერი 20, 2025
158
მთავარი

სურსათის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა თევზის საწარმოებში კრიტიკული შეუსაბამობები გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სეს-ს ინფორმაციით, სააგენტოს თანამშრომლებმა 200-მდე ობიექტი შეამოწმეს, საიდანაც, თბილისში, 2 საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა. 9...

დაწვრილებითDetails

ელექტროშოკური მოწყობილობა სამოქალაქო ბრუნვაში იკრძალება – ცვლილებები“ „იარაღის შესახებ“ კანონში

ნოემბერი 20, 2025
26
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

წიწაკის სპრეის იმპორტი და შეძენა ნებართვას დაექვემდებარება – ცვლილებები „იარაღის შესახებ“ კანონში

ნოემბერი 20, 2025
11
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკუსტიკური იარაღის, ელექტროშოკური და გაზის აეროზოლური მოწყობილობების ბრუნვის რეგულირებასთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავა.“ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, დღეს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე იმსჯელებენ. სიახლის მიხედვით,...

დაწვრილებითDetails

გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციები თითქოს, ეს არის დაახლოებით, ციხის მსგავსი დაწესებულება, პირდაპირ გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 20, 2025
44
მთავარი

გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ეს არის დაახლოებით, ციხის მსგავსი დაწესებულება და ა.შ. - მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს მოდელი ევროპაში ძალიან აქტიურად გამოიყენება - პირდაპირ გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ,...

დაწვრილებითDetails

21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ძალადობაში ადანაშაულებს

ნოემბერი 20, 2025
107
მთავარი

ზუგდიდში, 21 წლის ქალი მეუღლესა და მამამთილს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მომხდართან დაკავშირებით ორივე პირი, მამამთილი და მისი შვილი, გუშინ დააკავეს. რაც შეეხება თავად...

დაწვრილებითDetails

ვაფასებთ დემოკრატიის მიმართ მათ ერთგულებას – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნოემბერი 20, 2025
12
მთავარი

ჩვენ თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის ერთგულებას ვაფასებთ, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».