მკვლელობა ქობულეთში – 40-წლამდე კაცი ევექსის ჰოსპიტალში დაიღუპა. მედიკოსების ინფორმაციით, მიყენებული დაზიანებები სიცოცხლისთვის შეუთავსებელი აღმოჩნდა. კლინიკის ცნობით, დაშავებული საავადმყოფოში თვითდინებით შეიყვანეს.
კაცი ქობულეთში დღეს დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ შელაპარაკება უძღოდა.
შსს-მ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.










