ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ექვსი ავტომობილის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, დაშავებულები ქობულეთში კლინიკა “ევექსში” გადაიყვანეს, მათ სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აქვთ მიღებული.
ავტოსაგაზაო შემთხვევის გამო, ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე სატრანსპორტო მოძრაობა შეფერხებული იყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება” სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.