ქალი, რომელიც ყოფილმა მეუღლემ დაჭრა, ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაცი “აიპრესს” ხაშურის “ევექსის” დირექტორმა დაუდასტურა.
შეგახსენებთ, ყოფილმა ქმარმა 36 წლის მეუღლე დღეს დილით დაჭრა. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისსხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ყოფილი ცოლის სამსახურში მამაკაცმა ხელყუმბარა შეაგდო – ახალი დეტალები ხაშურში დაჭრილი ქალის შესახებ